მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 50:2

1. ასე ამბობს უფალი: სად არის დედაშენის გაყრის წიგნი, რომლითაც გავუშვი იგი? ან რომელი ჩემი მევალისთვის მიმიყიდიხართ? აჰა, თქვენი ცოდვების გამო ხართ გაყიდულნი და თქვენს დანაშაულთა გამოა გაშვებული დედათქვენი.2. რატომ არავინ იყო, როცა მოვედი; როცა ვიძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი? მოკლე ხომ არ არის ჩემი ხელი და იქნებ არ ძალუძს გამოსყიდვა? ან იქნებ არ არის ჩემში ძალა დასახსნელად? აჰა, ზღვებს ვაშრობ ჩემი დამუქრებით, უდაბნოდ ვაქცევ მდინარეებს, მისი თევზები ლპებიან უწყლობით და წყურვილით იხოცებიან.3. მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.
ესაია თავი 50
2. რატომ არავინ იყო, როცა მოვედი; როცა ვიძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი? მოკლე ხომ არ არის ჩემი ხელი და იქნებ არ ძალუძს გამოსყიდვა? ან იქნებ არ არის ჩემში ძალა დასახსნელად? აჰა, ზღვებს ვაშრობ ჩემი დამუქრებით, უდაბნოდ ვაქცევ მდინარეებს, მისი თევზები ლპებიან უწყლობით და წყურვილით იხოცებიან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამიანის სახელი მხოლოდ სათნოს ეკუთვნის (6:3):

...ცხოვრებთ უწოდებს. სხვაგან კი მათ არც ხორცს უწოდებს, არც მიწას, არც არსებულადაც კი თვლის ამჟამინდელ ცხოვრებაში — იმის გამო, რომ სათნოებას არ იქმან. ისმინე, რას ღაღადებს წინასწარმეტყველი დედაქალაქში, იერუსალიმში, სადაც ასი ათასი, სადაც ხალხის ურიცხვი სიმრავლეა: „მოვედ და არა იყო კაცი, უწოდდი და არა იყო მსმენელი" (), — არა იმიტომ, რომ არავინ ყოფილიყო, არამედ იმიტომ, რომ მყოფნი არმყოფთაგან არაფრით უკეთესნი იყვნენ. და კვლავ სხვაგან: „რბიოდეთ, — ამბობს, — გზათა შორის იერუსალიმისათა და იხილეთ... უკეთუ ჰპოოთ კაცი, ანუ არს მოქმედი მსჯავრისა და მეძიებელი სარწმუნოებისა, და მლხინებელ-ვიყო მათდა" ().

ხედავ, როგორ საღვთო წერილი ადამიანს მხოლოდ იმას უწოდებს, ვინც სათნოებას იქმს, დანარჩენებს კი არსებულადაც არ თვლის, ხან ხორცს, ხან მიწას უწოდებს რა? ამიტომ ახლაც, მართლის საგვარტომოს აღწერას რომ ჰპირდება, საღვთო წერილი ამბობს: „ნოე კაცი", მხოლოდ ის არის ადამიანი, ხოლო დანარჩენები ადამიანები არ არიან, არამედ, ადამიანის გარეგნობის მქონეთ, ბოროტი ნებით თავიანთი ბუნების კეთილშობილება დაღუპეს და ადამიანებიდან უგუნურ ცხოველთა მდგომარეობამდე დაეცნენ. ხოლო რომ ადამიანებსაც, გონიერ არსებებს, როცა ისინი უღმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...(შდრ. ოსე 4,6) და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“ ; და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“. ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“; და ქრისტეს ეგულებოდა რაჲ იერუსალჱმისა წარწყმედაჲ, ცრემლოვოდა მას ზედა, რომელსა ჩუენ ვიქმთ მოყუარეთა ჩუენთა ზედა.

სწავლაჲ ჲჱ: სიყუარულისათჳს

ამისთჳს უკუე, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატევებულ ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, არამედ ვიღუწიდეთ სულთა ჩუენთა და ვისწრაფდეთ შეყუარებად მოყუსისა და ნუმცა განვეყოფვით ასოთა ჩუენთა, რომელ-ესე საქმჱ არს განცოფებულთაჲ, არამედ უფროჲსად ვისწრაფდე...

სრულად ნახვა