...მათ 5:16). ამგვარად, როგორც იგი იდიდება, როცა სათნოებაში ვართ, ასევე კვლავ იგმობა, როცა ბოროტებაში ვრჩებით. ამასვე ცხადყოფდა წინასწარმეტყველის მიერ, როცა ამბობდა: „თქუენ მიერ მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის“ (). მაგრამ რადგან სხვა მხრიდან ვერავითარ ქომაგობას ვერ პოულობს მათთვის, ამას აფარებს თავს, როგორც მოსეც.
მაგრამ ღმერთი ამას ყოველთვის არ აკეთებს, რადგან ადამიანთა ცხონებაზე ზრუნავს. რადგან ეს რომ ყოველთვის გაეკეთებინა, მრავალი დაუდევარი უარესად იქცეოდა: უდიდეს საწინდარს ექნებოდათ, რომ ცუდი არაფერი შეემთხვეოდათ, რადგან მისი დიდების გამო მუდამ იხსნებოდნენ. მაგრამ ეს ასე არ ხდება. რადგან მისთვის თავისი დიდება ისე არ არის საზრუნავი, როგორც ადამიანთა ცხონება. რადგან თუ ადამიანები ამ დიდებას უგულებელყოფენ, მით უფრო ღმერთი, რომელსაც ჩვენგან არაფრის საჭიროება არ აქვს; მაგრამ, როგორც ვთქვი, წინასწარმეტყველი, რადგა...