...ა დავდგა საყდარი ჩემი“** (). იუდეველები კი, იმის გამო, რომ მოყვასის უბედურებებით ხარობდნენ, ერთგან ისმენენ: „მათ წილ, რომელ მოსცხრებოდეთ წმიდათა ზედა ჩემთა, რამეთუ შეიგინა და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რამეთუ უჩინო იქმნა“ (); ხოლო სხვაგან საყვედურდებიან, რადგან დრტვინავდნენ და ამბობდნენ: „ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან“ (). და კიდევ: „და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა. და აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი“ (). ნუთუ, აჰა, ეს ყოველივე წიგნში არ არის დაწერილი?
სხვები დრტვინვის გამო დაიღუპნენ, როგორც პავლე ამბობს: „ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან“ (). და როდის დრტვინავდნენ? მაშინ, როცა ამბობდნენ: **„არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგ...