...ხვი ბოროტებით სავსე, ამბობს, მაინც ვიცოდი: შენი სახელი რომ არ შებილწულიყო, დაღუპვის პირას მყოფებს უყურადღებოდ არ დაგვტოვებდი. ამას თვითონვე ამბობს ეზეკიელშიც: „არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის“ (). ესე იგი: ჩვენ ცხონების ღირსნი არ ვიყავით და არც ჩვენი ნამოქმედარიდან გვქონდა რაიმე კეთილი მოლოდინი; მაგრამ შენი სახელის გამო ველით ცხონებას და ეს დაგვრჩა ცხონების სასოებად. სხვა ამბობს: „შიშის გამო ველოდი უფალს“. სხვა კი: „რჯულის გამო ველოდი უფალს“. „ჩემი სული შენს სიტყვას ელოდა“. სხვა ამბობს: „ჩემი სული მის სიტყვას მოელოდა“. სხვა კი: „ჩემი სული ელოდა და მის სიტყვას დაძაბული მოლოდინით მოველოდი“. ესე იგი: კაცთმოყვარეობისა და სახიერების შესახებ აღთქმები და განუწყვეტელი დაპირებები წმინდა ღუზად მქონდა და ჩემს მდგომარეობაზე სასოს არ ვიკვეთდი....
21. მაგრამ მე დავითმინე ჩემი წმიდა სახელის გამო, რომელიც შელახა ისრაელის სახლმა იმ ხალხში, სადაც მივიდნენ.22. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, რომელიც შელახეთ იმ ხალხში, სადაც მიხვედით.23. წმიდავყოფ ჩემს დიად სახელს, შელახულს იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ შელახეთ; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში მათ თვალწინ.
ეზეკიელი თავი 36