თარგმანი: კეთილად და მტკიცედ უწყოდე, ვითარმედ ვითარ-იგი ჟამ ერთ მიშუებაჲ წინადაცუეთისაჲ, ეგრეთვე აწინდელიცა ესე წინააღდგომაჲ პავლესი პეტრეს მიმართ განგებულებაჲ იყო და არა გულითადი მკსინვარებაჲ. ამისთჳს თჳთვე იტყჳს, ვითარმედ: "წინაშე პირსა მისსა აღუდეგ", ესე იგი არს, ვითარმედ გარეშე ოდენ პირისაჲ იყო წინააღდგომაჲ ჩუენი, რომელთა გულნი ერთ იყვნეს ღმრთისა მიმართ. ხოლო მიზეზი ესე იყო რეცა წინააღდგომისაჲ მის, რამეთუ პეტრე უძლურებისათჳს ჰურიათაგანთაჲსა ჟამერთ თანა-მიჰყვებოდა სიჩჩოებასა მათსა, ვითარცა ქადაგი მათი და მათ შორის მყოფი, რეცა რიდობითა მათდა საძნაურთა საქმეთაჲთა, რომელნი-იგი მათ ძუელსა შინა აქუნდეს, არა პურისმტე ყოფაჲ წინადაუცუეთელისაჲ, და ამის საქმისა კრძალვასა ჯერეთ მათ თანა იჩემებდა პეტრე, ვიდრე იყო იგი იერუსალჱმს, ხოლო მო-რაჲ-ვიდა ანტიოქიად, არღარა საჴმარ იყო წარმართთა შორის ქონებაჲ მისვე რიდობისაჲ. ამისთჳს მათ თანა ჭამდა, ვიდრემდის მოივლინნეს მუნ იაკობისგან, ძმისა უფლისა და პირველისა ებისკოპოსისა იერუსალჱმისა, ჰურიათაგანნი მორწმუნენი, ჯერეთ დამცველნი ძუელთაცა წესთანი, რომელთა წინაშე შეიკდიმა პეტრე, რაჲთა არა გამოჩნდეს თჳთ...
გალატელთა მიმართ 2:12
11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.
გალატელთა მიმართ თავი 2