მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:13

12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნდი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?
გალატელთა მიმართ თავი 2
13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: და მის თანა ორგულ იქმნნეს (2,13).:

თარგმანი: ნუ გიკჳრს თუ ორგულებად იტყჳს, რამეთუ ამას იტყჳს ორგულებად, ვითარმედ აჩემებდა პეტრე და ბარნაბა და სხუანიცა, ვითარმედ: არა ვიცოდეთ და ვსცთებოდით; და ბრალეულ-ჰყოფდეს თავთა თჳსთა, რაჲთა ესე იხილონ ჰურიათა მათ და დაუბრკოლებელად შეიწყნარონ სიტყუაჲ იგი.

თავი გ̂. პეტრეს მიმართ სიტყჳსგებისათჳს, ვითარმედ სარწმუნოებითა და არა შჯულითა არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა (2,13).:

თარგმანი: ორგულებად ამისთჳს უწოდს განგებულებით ქმნილსა მას საქმესა, რამეთუ, ვითარცა პირველ ვთქუ, ჯერეთ არღა ჰნებავს განცხადებაჲ, ვითარმედ განგებულებით მიუშუებდეს ჟამ ერთ პყრობად ჩუეულებისა წესთა შჯულისათა, რამეთუ არა სარგებელ იყო განცხადებაჲ ამისი ჰურიაობისაგან მოქცეულთა მათ მიმართ. ხოლო სხუად ჰურიად იტყჳს ანტიოქიას მყოფთა მათ წინადაცუეთილებისაგანთა, რომელნი-იგიცა რიდობითა იერუსალჱმით მოსრულთაჲთა განეყენნეს წარმართთა მათ წინადაუცუეთელობისაგანთა, ვიდრეღა თჳთ ბარნაბაცა ყო ესე, რომელი-იგი ჩინებულ იყო პავლეს თანა ქადაგად წარმართთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის