თარგმანი: იხილე, თუ სადა აღიყვანა სიტყუაჲ მხილებისაჲ, ვითარმედ: რომელნი-იგი შჯულსა ჰმსახურებენ, ქრისტეს მადლსა შეურაცხ-ჰყოფენ, რამეთუ უკუეთუ შჯული არს განმამართლებელ და უპირატეს არს იგი მადლისა, ნამეტავ სამე იქმნა სიკუდილი ქრისტესი, რომელი-იგი განმართლებისა ჩუენისათჳს მოკუდა. ხოლო მე არცა ვჰმსახურებ შჯულსა, არცა მის ძლით შეურაცხვჰყოფ მადლსა მას ქრისტეს მიერისა განმართლებისასა.
გალატელთა მიმართ 2:21
20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
გალატელთა მიმართ თავი 2