თარგმანი: პირველ წარმოთქუმულთა სიტყუათა მიერ ჯეროვნად განუცხადა თჳსი არა კაცთა, არამედ ღმრთისა მიერ მოვლინებულებაჲ მოციქულებისაჲ, ხოლო აწ იწყებს ფარულის მხილებისა განცხადებად და შჯულისა მადლსა თანა შეტყუებად და დაკნინებად. ხოლო არა ქრისტეს მცნებათა წინააღმდგომ არს ცოფ და უცნობო წოდებაჲ ესე გალატელთაჲ, რამეთუ მან არა ლიტონად ბრძანა საშჯელი, არამედ მისთჳს ოდენ, რომელმან ცუდად და უსამართლოდ ჰრქუას ვისმე ძმათაგანსა ცოფ; ხოლო ამათსა ვინმცა უცოფეს ანუ უუგუნურეს იყო, რომელნი ქრისტესა დაუტეობდეს და კუალად ჰურია-ყოფად მიიქცეოდეს, რომლისათჳსცა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: "ვინ გეშურებოდა თქუენ?" — კეთილად ცხად-ჰყოფს, ვითარმედ საშურველსა საქმესა შინა იყვნეს, ოდეს-იგი იყვნეს მორჩილ ჭეშმარიტებისა.
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესრეთ გრწმენა, ვითარმცა თუალითა თქუენითა გეხილვა ქრისტჱ ჯუარცუმული.
...ახადოს, შერისხვას თავიდანვე საჯაროდ არ აქცევს და ამბობს: „მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (). ასევე იქცეოდა პავლეც: მხილებას წყალობასთან ერთად აჩვენებდა და ხან ამბობდა: „ჵ უცნობელნო გალატელნო“ (), ხან კი: „შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის“ ().
რადგან მხილებელმა ბევრი რამ უნდა მოიგონოს, რათა მხილება ადვილად მისაღები გახდეს; ამ წამლის დამდებსაც დიდი გონიერება სჭირდება. უფრო სწორად, მხილებელს უფრო მეტი გონიერება სჭირდება, ვიდრე მას, ვინც სხეულს კვეთს. როგორ? იმიტომ, რომ იქ ერთი არის მჭრელი და სხვაა ის, ვინც ტკივილს ითმენს; აქ კი სული თვითონვე იკვეთება და თვითონვე იტანს ტკივილს. „ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა“ (). რას ნიშნავს ეს? ცოდვილი, ამბობს, მსმენელისთვის სასარგებლოს კი არ ეძ...