თარგმანი: თჳთვე თარგმნის სახესა მას თჳსსა, რომელ თქუა, ვითარმედ: წიგნ აღთქუმისა ითქუმის სიტყუაჲ იგი, რომელი აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ხოლო ქრისტეს მიმართ აღასრულა, რამეთუ მისსა მიმართ სარწმუნოებითა იკურთხევიან ყოველნი წარმართნი.
გალატელთა მიმართ 3:17
16. ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე.17. მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ.18. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს.
გალატელთა მიმართ თავი 3