მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:18

17. მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ.18. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს.19. კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით.
გალატელთა მიმართ თავი 3
18. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს, ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან (3,18).:

თარგმანი: მკჳდრობად უწოდს დამკჳდრებასა კურთხევისასა, რომელი-იგი უკუეთუ შჯულისაგან მოგუეცემის, დაშრეტილ და უქმ არს აღთქუმაჲ, რამეთუ აღთქუმითა აბრაჰამის მიმართითა და არა შჯულითა მოსეს მიერითა ბრძანებულ იყო ღმრთისა მიერ მოღებაჲ კურთხევისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის