თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რაჲ-მე უკუე არს შჯული; გარდასლვისა მიზეზისათჳს მოეცა? ხოლო ძალი სიტყუთაჲ ამათ ესე არს: ვინაჲთგან ყოვლით კერძო აღამაღლა სარწმუნოებაჲ და უპირატეს ყო იგი შჯულისა, რაჲთა არავინ ნამეტნავ და უჴმარ ჰგონოს შჯული, ამისთჳს თჳთვე იკითხავს, ვითარცა სხჳსა მაგიერ, ვითარმედ: ვინაჲთგან პირველ უხუცეს იყო შჯულისა და აწ უჩინო-მყოფელ არს შჯულისა სარწმუნოებაჲ, რადღა მოეცა შჯული? — და თჳთვე მიუგებს, ვითარმედ: გარდასლვისა მიზეზისათჳს მოეცა. ესე იგი არს მათთჳს, რომელნი ბუნებითსა მას შჯულსა სჳნიდისისასა გარდაჰჴდეს ჰურიანი, რაჲთა არა სრულიად უაღჳრობითა შთავარდენ მთხრებლსა ცოდვისასა. ამისთჳს წერილი იგი შჯული ნაცვალ აღჳრთა ექმნა მათ, რაჲთა არა პირუტყუებრ მიუშუნეს, არამედ სწავლიდეს და სწურთიდეს, და ჴორციელითაცა ტანჯვითა აყენებდეს გარდამავალობისაგან ბრძანებათა მათთაჲსა.
გალატელთა მიმართ 3:19
18. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს.19. კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით.20. მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს შუამავალი, ღმერთი კი ერთია.
გალატელთა მიმართ თავი 3