თარგმანი: კუალად ამასცა იჭუსა თჳთვე დაჰჴსნის, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ვინაჲთგან შჯული წყევისა თანამდებ ჰყოფდა კაცთა, ხოლო ქრისტე კურთხევასა მოატყუებს, ნუუკუე მტერ-მე იყოს შჯული აღთქუმათა მათ ღმრთისათა აბრაჰამის მიმართ, რომელნი ქრისტეს მიერ მოგუეცნეს! - ამისი უჯეროებაჲ ესრეთ ცხად ყო, ვითარმედ: "ნუ იყოფინ!"
გალატელთა მიმართ 3:21
20. მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს შუამავალი, ღმერთი კი ერთია.21. მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე.22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.
გალატელთა მიმართ თავი 3