მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:22

21. მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე.22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა.
გალატელთა მიმართ თავი 3
22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შეაყენნა წიგნმან ყოველნი ცოდვასა შინა (3,22).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ გამოაჩინა და ამხილა პირველ რჩულისათა ვითარმედ ბუნებითსა რჩულსა გარდააჰჴდეს, და რჩულისა შემდგომად დაწერილსა. ხოლო ორთავე ცხორებაჲ აღუთქუა ამის ქრისტეს ქადაგებისა მიერ, თუარა იგი ყოველი არად სარგებელ ეყოფვოდა.

თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნამდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე, არამედ შეაყენნა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა (3,21-22).:

თარგმანი: აქა მიზეზსა აჩუენებს, ვითარმედ არა ამისთჳს მოცემულ იქმნა შჯული, რაჲთა განამართლოს ვინმე, არამედ ამისთჳს ოდენ, რაჲთა ამხილოს ცოდვასა შინა ყოფაჲ; რამეთუ უკუეთუმცა შჯული განმამართლებელად მოცემულ იყო, სარწმუნოებაჲ არღარად საჴმარ იყო. ამისთჳსცა, რომლისათჳს მოცემულ იყო იგი, შეუძლო ქმნად, ხოლო რომელი არა მისდა ბრძანებულ იყო ქმნად, მისსა შეუძლებელ იქმნა ქმნად. რამეთუ ესე ქმნა დაწერილმან მან წიგნმან შჯულისამან, რაჲთა ამხილოს გარდამავალობაჲ ბუნებითისა შჯულისაჲ გარეშეთა შჯულისათა, და თჳთ შჯულსა ქუეშე მყოფთა მათ ჰურიათა ამხილა, რაოდენსა-იგი უგრძნობელად ცოდვიდეს; და ესრეთ, ზოგად ყოველნი შეაყენნა ცოდვასა — გარეშენი შჯულისანი და შჯულსა ქუეშე მყოფნი. ხოლო შეყენებაჲ ესე იყო, რამეთუ ამხილა წყლულებაჲ დაფარული, და უმეტესად ტკივნეულ ყვნა განცხადებითა უჩინოთა ნაგუემთაჲთა, რაჲთა ეძიებდენ მკურნალსა, და ესრეთ, რაჟამს გამოჩნდეს სარწმუნოებისა მიერი იგი წინა-აღთქუმული განმართლებაჲ ქრისტეს მიერი, მყის სიხარულით მირბიოდინ მისსა. ესრეთ ცხად ყო მოციქულმან, ვითარმედ არა მტერ იყო შჯული, არამედ — წინაგანმმზადებელ და მიმყვანებელ კაცთა აღთქუმისა-მიერისა მის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის