თარგმანი: ესე არს ვნებაჲ, რამეთუ წინადაცუეთითა ცუდ იქმნებოდა მათთჳს ნათლისღებაჲ, და უქმ — კეთილნი იგი, მის მიერ მინიჭებულნი. ხოლო ამის ცუდ ქმნისაჲ არს ღონე კუალად ცუდ ქმნისაჲ, რომელი-იგი ჰეთუმცა იქმნა, რაჲთამცა კუალად მოქცევითა და შედგომითა მადლისაჲთა ცუდ და ამაო ყვეს ვნებაჲ იგი და ზღვევაჲ მისგან განვრდომისაჲ, რამეთუ ამას ინატრის მოციქული, რაჲთა მისცეს მათ სასოებაჲ შენანებისაჲ.
გალატელთა მიმართ 3:4
3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?4. ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ!5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით?
გალატელთა მიმართ თავი 3