თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მომცემელი იგი თქუენდა სულისა წმიდისაჲ და მის მიერ მოქმედი ძალთა და სასწაულთაჲ ღმერთი, რაჲსათჳს ჰყოფს მას, ანუ ოდეს? — რაჟამს შჯულისა მოქმედ იყვნეთა, ანუ ოდეს მსმენელ სარწმუნოებისა ქრისტესისა? — ცხად არს, ვითარმედ სარწმუნოებითა. ხოლო გნებავს თუ შემოგართუა სახედ პირველ შჯულისა სარწმუნოებითა ოდენ განმართლებული მამათმთავარი აბრაჰამ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ, ვითარ იგი თჳნიერ შჯულისა განმართლდა, სარწმუნოებითა ოდენ ღმრთისაჲთა, ეგრეთვე თქუენ, სარწმუნოებითა ქრისტესითა განმართლებულთა, არღარა გიჴმს მიდევნებაჲ წესთა შჯულისათაჲ.
გალატელთა მიმართ 3:5
4. ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ!5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით?6. როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას.
გალატელთა მიმართ თავი 3