მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:17

16. მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ?17. თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის.18. მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ.
გალატელთა მიმართ თავი 4
17. თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გეშურებიან თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ (4,17).:

თარგმანი: ვინაჲთგან არს შური საღმრთოჲცა კეთილსა ზედა, რაჟამს კაცი წადიერ იყოს მსგავსებად სათნოებასა ვისსამე, ამისთჳს აწ მოციქულმან დაჰრთო: "არა კეთილისათჳს", ვინაჲთგან ესე არა კეთილი შური არს, რაჟამს არა ხოლო სხჳსა სათნოებათა არა ვებაძვებოდით, არამედ ესრეთ მოშურნე ვიყვნეთ, რაჲთა იგიცა დავაბრკოლოთ სათნოებისაგან, ვითარ-იგი იყვნეს გარდამაქცეველნი გალატელთანი, რომელთა ენება თჳთ დასხდომაჲ ადგილსა მოძღუართასა, ხოლო ერისა მის ყოვლისაჲ — მორჩილებაჲ შჯულთა სივერაგისა თჳსისათა, რაჲთა გარდააქცინენ ქრისტიანობისაგან ჰურიაებად.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: გეშურობენ თქუენ არა კეთილისათჳს (4,17).:

თარგმანი: არა თუ მათსა გულსა ქრისტიანობაჲ არსო, არამედ იჩემებენ ქრსტიანობასა, რაჲთამცა უფრო მიგდრიკნესო.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის