მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:4

3. კვლავაც ვუმოწმებ ყველას, ვინც წინადაიცვეთს, რომ მთელი რჯულის აღსრულება მართებს.4. ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს.5. ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან.
გალატელთა მიმართ თავი 5
4. ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს.
თავი ი̂. ვითარმედ ჩინებაჲ ჩუენი არა თანამდებ არს წინადაცუეთისა და შჯულისა ქრისტეს ვნებათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განქარვებულ ხართ ქრისტესგან (5,4).:

თარგმანი: ესე არს განქარვებაჲ ქრისტესგან, რაჟამს კაცმან უგუნურებითა თჳსითა უჴმარ ყოს მადლი იგი ქრისტეს მიერისა ჴსნისაჲ თავისა თჳსისაგან ყოვლად განდგომითა მისგან.

საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი წინადაცვეთა და ნათლისღება:

...გალ 5:2), — ხომ იმისთვის გამოჩნდა უფალი, რომ ეს ყოველივე გაეუქმებინა, და იმისთვის აღასრულა მთელი სჯული, რომ მომავალი დროისთვის სჯულის დაცვა გაეუქმებინა, რის გამოც ნეტარი პავლე ასე ძახილებდა: „განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ" (), — ჩვენ თავის მხრივ მოვისმინოთ ნეტარი პავლე და მივიღოთ ხელითუქმნელი წინადაცვეთა. „რომლითაცა წინადაიცჳთეთ, — ამბობს, — წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა"; და შემდეგ, რომ უფრო ზუსტად გვეჩვენებინა, რაში მდგომარეობს ეს წინადაცვეთა, დაუმატებს: „მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით" (კოლ 2:11–12). როგორც იუდეველთა წინადაცვეთის ნიშანი სხვა ხალხებისგან განარჩევდა მათ და ღვთის რჩეულ ხალხად გამოავლენდა, ასევე ჩვენთვისაც ნათლისღების წინადაცვეთა ყველაზე აშკარა განსხვავებასა და გამიჯვნას არის მორწმუნეთა და ურწმუნოთა შორის. „რომლითაცა წინადაიცჳთეთ, — ამბობს მოციქული, — წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა". როგორც იქ წინადაცვეთა ხორცის განძარცვისთვის სრულდებოდა, ასევე აქ ნათლისღება — ცოდვების განძარცვისთვ...

სრულად ნახვა