მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:10

9. სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.11. ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით.
გალატელთა მიმართ თავი 6
10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთავე მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა (6,10).:

თარგმანი: მოქმედებისა ჟამ არს საწუთროჲ ესე; ხოლო მერმესა მას არარაჲ იქმნების საქმე, თჳნიერ მოსაგებელი საქმეთაებრი. ამისთჳს აწვე გუაწუევს მოციქული, რაჲთა ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ. ესე იგი არს —ჰურიათა და წარმართთა, ხოლო უფროჲსღა სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელ არიან მორწმუნენი ქრისტესნი, რომელთა თანა ზოგად ერთსახლ ვართ ერთობითა სარწმუნოებისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის