მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:11

10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.11. ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით.12. ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის.
გალატელთა მიმართ თავი 6
11. ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ იხილეთ, რავდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა (6,11).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: იხილეთ, რაბამითა წერილითა მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა; რამეთუ სხუანი ებისტოლენი თჳთ გარდაცემით და სხჳსა ჴელითა, ხოლო ესე ებისტოლე ყოველი სრულიად თჳსითა ჴელითა მიწერა, რაჲთა უმტკიცეს ყოს დაჴსნაჲ იჭჳსაჲ, ვითარმედ არა ქადაგებს იგი წინადაცუეთასა ცილისწამებისაებრ წინააღმდგომთაჲსა, ხოლო რაბამობასა წერილისასა არათუ სიმრავლისათჳს იტყჳს სიტყუათაჲსა, არამედ, ვითარ-ესე მე ვჰგონებ, ესრეთ დაამტკიცებს, ვითარმედ: დაღაცათუ არა უწყოდე შუენიერად და წარმართებულად წერაჲ, არამედ გულსმოდგინებითა გონებისაჲთა დავაშრვე თავი ჩემი წერასა ამას შინა უშუერისა და არა წარმართებულისა ნაწერისასა, რაჲთა ჴელითა ჩემითა დაწერაჲ ყოვლისა ამის ებისტოლისაჲ უცილობელ საწამებელ იყოს, ვითარმედ: დამჴსნელი ვარ ჰურიაობისაჲ და ქადაგი ქრისტიანობისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის