მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:13

12. ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის.13. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით.14. ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის.
გალატელთა მიმართ თავი 6
13. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი ჰნებავს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ, რამეთუ არცაღა თჳთ წინადაცუეთილნი იგი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან (6,12-13).:

თარგმანი: ესე არს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, რაჟამს კაცი არა სულისათჳს და ღმრთისა, არამედ ჴორციელთა კაცთა საჩუენებელად განიშუენებდეს პირსა ოდენ გარეშე, და არა გულსაცა შინაგან. რამეთუ კაცი პირსა ხედავს, ხოლო ღმერთი — გულსა. ამით უკუე ესევითარითა სახითა ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი ვინაჲთგან იყუედრებოდეს ჰურიათა მიერ, ვითარცა მამულთა შჯულთა დამტევებელნი, ამისდა საკურნებელად აიძულებდეს წარმართთაგანთა მორწმუნეთა წინადაცუეთად, რაჲთა სათნო-ეყვნენ ჰურიათა, ვითარცა სხუათა შორის ქადაგნი წინადაცუეთისანი, და არად ზრუნვიდეს ქრისტეს ჯუარისა წინააღმდგომობასა, ოდენ რაჲთმე აქუნდეს მიზეზად თჳსისა ყუედრებისა დაჴსნისა, სიქადული იგი სხჳსა ჴორცთა წინადაცუეთისაჲ; არცა კუალად ჰურიათა შჯულსა იმარხვიდეს, ერთგზის მისგან განყენებულნი, არამედ ცუდადმზუაობრობით ენება, რაჲთა მოწფად ჰყვენ თჳსისა მის ცრუმოძღურობისა ერნი წარმართთანი.

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ა: „ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ“ (); და კვლავ მოციქული: „რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან“ (). ამბობს, რომ წოდების პატივისკენ მიილტვიან; ამიტომ ჭეშმარიტებისკენ არ იყურებიან. ამბობს: „და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ“ (). აქ იგი ამხელს მათ, რომ არ იციან რჯულის მიზანი და არც ის, რომელ დრომდე უნდა ყოფილიყო იგი მოქმედი.

მაშ როგორ უწოდებ ამას ცოდვას, თუ უმეცრებისგან არის? იმიტომ, რომ ეს მათ მხოლოდ რჯულისმოძღვრებად ყოფნის სურვილის გამო კი არ დაემართათ, არამედ იმის გამოც, რომ სიყვარული არ ჰქონდათ; გარდა ამისა, თვით უმეცრებაც სწორედ ამათგან იშვა. რადგან, როცა სული ხორციელ საქმეებს მიეცემა, მისი მხედველობითი უნარი ბრმავდება...

სრულად ნახვა