თარგმანი: ესე არს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, რაჟამს კაცი არა სულისათჳს და ღმრთისა, არამედ ჴორციელთა კაცთა საჩუენებელად განიშუენებდეს პირსა ოდენ გარეშე, და არა გულსაცა შინაგან. რამეთუ კაცი პირსა ხედავს, ხოლო ღმერთი — გულსა. ამით უკუე ესევითარითა სახითა ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი ვინაჲთგან იყუედრებოდეს ჰურიათა მიერ, ვითარცა მამულთა შჯულთა დამტევებელნი, ამისდა საკურნებელად აიძულებდეს წარმართთაგანთა მორწმუნეთა წინადაცუეთად, რაჲთა სათნო-ეყვნენ ჰურიათა, ვითარცა სხუათა შორის ქადაგნი წინადაცუეთისანი, და არად ზრუნვიდეს ქრისტეს ჯუარისა წინააღმდგომობასა, ოდენ რაჲთმე აქუნდეს მიზეზად თჳსისა ყუედრებისა დაჴსნისა, სიქადული იგი სხჳსა ჴორცთა წინადაცუეთისაჲ; არცა კუალად ჰურიათა შჯულსა იმარხვიდეს, ერთგზის მისგან განყენებულნი, არამედ ცუდადმზუაობრობით ენება, რაჲთა მოწფად ჰყვენ თჳსისა მის ცრუმოძღურობისა ერნი წარმართთანი.
გალატელთა მიმართ 6:12
11. ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით.12. ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის.13. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით.
გალატელთა მიმართ თავი 6