თარგმანი: კუალად მასვე ზემო თქუმულსა სიტყუასა იტყჳს, ვითარმედ არაჲ მეტობაჲ არს ჰურიათაგანობაჲ, არცა წარმართთაგანობაჲ, არამედ ესე ოდენ საძიებელ არს, რაჲთა დაძუელებულებაჲ იგი ცოდვათა-მიერი, ახალდაბადებულ იქმნეს ქრისტეს მიერ, საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა, რომელსა შინა ძუელი კაცი ჩუენი დაეფლვის ქრისტეს თანა და განახლებული აღმოვალს მიერ. და კუალად, ახალდაბადებულ არს, რაჟამს ჩუენ ძლით ჩუენ თანა განხრწნილი სოფელი კუალად ჩუენ თანავე ახლად მეორედ დაიბადოს ქრისტეს მიერ, განახლებითა საუკუნოჲთა და კუალად განუხრწნელითა.
გალატელთა მიმართ 6:15
14. ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის.15. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.16. ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას.
გალატელთა მიმართ თავი 6