...ემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.“** (). ღმერთმა, როცა ეს პირობები დაადგინა, მათ ხელწერილი ჩააბარა; ისინიც კვლავ ამბობდნენ: „ყოველი, რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ.“ ().
შემდეგ, როცა ხედავს, რომ ერთმა მხარემ პირობები დაარღვია, სიტყვას ადგილისკენ მიმართავს, ყოველი მხრიდან აღძრავს სავედრებელ სიტყვებს და ამბობს: „რამეთუ გამოირჩია ღმერთმან სიონი და სათნო-იყო სამკჳდრებელად თჳსა:“ () „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე.“ (). ესე იგი: ადგილი ადამიანმა კი არ აირჩია, არამედ ღმერთმა განაჩინა იგი, მათ უძლურებამდე დამდაბლებით. ამრიგად, რასაც ამბობს, ასეთია: „ადგილი, რომელიც აირჩიე, რომელიც გამოარჩიე, რომელიც განაჩინე და რომელიც შესაფერისად სცან, არ დაუშვა, რომ დაიშალოს და დაიღუპოს“. რადგან ამას ამბობდ...