...გებას საყოველთაოდ არ აღიარებენ? მაშ, როგორ შეიძლება ამის ჩვენება? უპირველესად კი საკმარისია ღვთის განჩინება, რომელიც ამას ცხადად აცხადებს და ამბობს: „რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერებაჲ ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა“ (). ხედავ, როგორ იქცა სიკვდილი სახარებად, და ის ღვთისგან მოვლენილი წყლული, რომელიც ყველგან მიმოდიოდა და ღვთის ძალას აცხადებდა — ქადაგებად? ამრიგად, ღმერთი მთელ სამყაროზეც ზრუნავს მაშინაც, როცა იუდეველთა საქმეებს განაგებს. თუმცა თავისი ძალა ძველადაც გამოაჩინა, მაგალითად, იოსების დროს და აბრაამის დროს, მაგრამ ახლა უფრო ცხადად. როგორ? მაშინ — კეთილისყოფით, შემდეგ კი — წყლულითაც; და, როგორც ხშირად უკვე მითქვამს, არ წყვეტს თავის წარმოჩენასა და გამოცხადებას საქმეების მეშვეობით, განუწყვეტლივ და ყოველ თაობაში.
მაგრამ ამას ყოველთვის ერთნაირად კი არ აკეთებს, არამედ მრავალგვარად და სხვადასხვაგვარად: მაშინ აბრაამის ცოლის...