თარგმანი: აჰა ესერა ცხად ყო, ვითარმედ, ვითარცა სული და ჴორცნი სწორებით საჴმარ არიან სრულ-მყოფელად გუამსა კაცისასა, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი სწორებით საჴმარ არიან.
იაკობის წერილი 2:26
..., რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა"** (). დაე, ცხოვრება შეესაბამებოდეს დოგმატებს, და დოგმატები იყვნენ ცხოვრების მაუწყებელნი. „რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (), და საქმეები სარწმუნოების გარეშე მკვდარია. თუ საღ დოგმატებს ვინარჩუნებთ, მაგრამ ცხოვრებაზე არ ვზრუნავთ, არანაირი სარგებელი არ გვექნება დოგმატებისგან; და კიდევ, თუ ცხოვრებაზე ვზრუნავთ, მაგრამ დოგმატებში ვკოჭლობთ, ამ შემთხვევაშიც არანაირი სარგებელი არ იქნება. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრიდან მტკიცე იყოს. „ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი", – ამბობს უფალი, – „ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა" (). ხედავ, როგორ სურს მას, რომ არა მხოლოდ მოვისმინოთ, არამედ აღვასრულოთ და საქმით გამოვაჩინოთ ის, რასაც ვისმენთ, გონიერს უწოდებს რა მას, ვინც სიტყვების შესაბამისად მოქმედებს, ხოლო უგუნურს – მას, ვინც სიტყვებს არ გასცდება. და სამართლიანად, რადგან ეს უკანასკნელი, ამბობს უფალი, **„აღაშენა სახლი თჳსი ქჳშა...
...ბთ.
და კუალად ბნელი - დაბნელებულთათჳს გონებითა, ესე იგი არს უცხო-ყოფაჲ ღმრთისაგან, საზომისაებრ აქაჲთვე სიბნელისა კაცად-კაცადისა, და მიცემაჲ საუკუნეთა მათ სატანჯველთა.
ამის ესევითარისა მართლისა სარწმუნოებისა საფუძველსა ზედა, საყუარელნო, ვიქმოდით კეთილთა საქმეთა, რამეთუ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს“, ვითარცა-იგი საქმენი - თჳნიერ სარწმუნოებისა.
და ესე არს ბრძანებაჲ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ უბრძანა მოციქულთა, ვითარმედ: „ასწავებდითო დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“; ესე იგი არს სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი.
ხოლო ვინაჲთგან დიდთა და მაღალთა საიდუმლოთა და მცნებათა ღმრთივშუენიერთა უბრძანა სწავლად ყოვლისა სოფლისა, ამისთჳს განამტკიცებს და განაძლიერებს გონებათა მათთა და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“ (28,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა დიდებული ესე ჴელმწიფებაჲ? მე თქუენ თანა ვარო ყოვლადვე, ნუ გეშინინ, ნუცა შეორგულდებით, თუ ვითარმცა თქუენ, მცირედთა და უსწავლელთა, შეუძლეთ ამის საქმისა ქმნად, რაჲთამცა მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-ეცით და ასწავეთ დამარხ...