1.საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?2.გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ.3.ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.4.მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.5.იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.6.მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.7.მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.8.მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო.9.იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.10.დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.11.ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული.12.ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც; შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს?13.ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,14.მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,15.ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, -16.თქვენი ქედმაღლობის გამო იქადით; მაგრამ ყოველგვარი სიქადული ბოროტებაა.17.ამიტომ ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს.
მოციქულისაჲ: ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო, უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი საშჯელი მოვიღოთ, რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე (3,1-2).
თარგმანი: ვინაჲთგან პირველ საქმით წარმართებისა სათნოებათაჲსა სიტყჳთ მოძღურებაჲ სხუათაჲ საქმეთა მათთჳს, რომელნი თჳთ არა აქუნდენ მასწავლელსა მას, არა ხოლო ურგებ, არამედ ფრიადისა ზღვევისაცა მომატყუებელ არს. ამისთჳს საშჯელისა თანა-მდებ ჰყოფს სიტყჳთ მოძღურებასა სხუათასა, რაჟამს თჳთ მოძღუარი იგი ჯერეთ მრავლით კერძო მცთომ იყოს საქმეთა შინა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳით — დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ, — რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ (4,13-14).
თარგმანი: სილაღისაჲ არს სიტყუაჲ ესე, რაჟამს კაცმან ჴელმწიფებით თქუას ქმნაჲ საქმისაჲ, რომელი არა იყოს ჴელმწიფებასა მისსა ქუეშე. ამისთჳს დააყენებს მოციქული, რაჲთა არავინ იკადროს თქუმად ქმნაჲ რაჲსამე თჳნიერ სიტყჳსა ამის, ვითარმედ: "უკუეთუ ღმერთი შემეწიოს, ესე რაჲმე ესრეთ მნებავს ყოფად".
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთულ შვილს::
...ინ. 15,10).
ასე რომ, იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძაობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველსმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: „არა გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ“ (). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე - მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალიხხმევა მართებს მას, რათა დაიწყოს სულიერი კიბის საფეხურებზე ასვლა. ამ კიბის შესახებ მშვენივრად წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელი იმითაც არის, რომ იგი აქ, საქართველოში, გარდაიცვალა. მის დარიგებაში ვკითხულობთ: „ნამდვილ სიყვარულს ბადებსა მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას - მოთმინება და სულგრძელება, მათ - ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას - შიში ღვთისა, შიშს კი - რწმენა შემოქმედისა“ („სიყვარულის შესახებ...
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა:
...ვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.
ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“; ; და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.
მრავალგზის ამათ ვნებათათჳს მითქუამს თქუენისა სიყუარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამეთუ უკუეთუ არა ზედაჲსზედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰკურნებს. ჰე, თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩუენეთ რაჲმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქუენდა გიჩნნ ზედაჲსზედა სწავლაჲ; უკუე-თუმცა განწირულ იყვენით ჩემგან, არცაღამცა გასწავლიდი, არამედ ვესავ სარგებელ-ყოფად თქუენდა. ამისთჳს ვიტყჳ, რამეთუ ფრიად საწადელ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა არარაჲ იყო ჩუენ შორის სხუაჲ სიტყუაჲ, გარნა ვნებათა ჩუენთათჳს, თუ ვითარ მძლე ვექმნეთ.
არა ჰხედავთა მეფეთა, ვითარ მარადღე ბრძოლათათჳს იტყჳან და განიზრახვენ, თუ ვითარ-ძი ეწყვნენ, ვითარ-ძი ეუფლნენ მტერთა თჳსთა? და მჴედრობასა განაწესებენ და ერისთავთა დაადგენენ და ხარკთა შეჰკრებენ და დღე და ღამე ამათ საქმეთა შექცეულ არიან, რაჲთა ორი ესე წარჰმარ-თონ: ძლევაჲ მტერთაჲ და მშჳდობით დ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს::
...და საით მიდის? - აი კითხვები, რომელნიც აუცილებლად შეგვახსენებენ თავს.
ზოგიერთს ჰგონია, რომ ისინი არსად არ მიდიან, და აქედან გამომდინარე, მათი სიცოცხლეც მიწიერ არსებობასთან ერთად ქრება. მათ შესახებ მოციქული იაკობი ასე ბრძანებს: „რა არის თქვენი სიცოცხლე? - კვამლი, რომელიც ცოტა ხანს ჩანს და მსწრაფლ განქარდება“ ().
ჩვენ კი, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვწამს, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად, ხოლო მსგავსებას უნდა მივაღწიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით, სასოებით, კეთილზნეობით... და მოვიპოვოთ მარადიული ნეტარი ცხოვრება.
გვწამს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, იგია გამოცდა ჩვენი სულისა, მოსამზადებელი საფეხური მარადიულობისა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.
ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმურის უფლებით ვსარგებლობთ. გავიხსენოთ ერთი ადგილი ბიბლიიდან: ფარაონმა ჰკითხა ძველი აღთქმის პატრიარქს იაკობს, რამდეხი წლის ხარო. იაკობმა მიუგო: „ასოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი“ (). ასე შეეძლო ეპასუხა მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანს; ასე აზროვნებს ის, ვინც ღმერთთან ცხოვრობს და მარადიულობის განცდას რეალურად ატარებს.