მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 5:12

11. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი.12. უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში.13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.
იაკობის წერილი თავი 5
12. უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში.
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰჱჲ ჰჱ და არაჲ — არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ (5,12).:

თარგმანი: თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე მომჴდიდეს ფიცსა და საქმე მაიძულებდეს, ვითარ არა ვფუცო? —არამედ გეტყჳ, რაჲთა შიში მცნებისა გარდასლვისაჲ წინა-აღუდგინო საჭიროობასა საქმისასა და ჴორციელთა შჯულთა საქმე სახედ იჴუმიო, ვითარ სოფლიოთა საბჭოთა შინა ვერ სადა მიზეზ-იდგამ ნებსით-უნებლიეთობასა, არამედ რომლითაცა სახითა გპოონ გარდამავალ შჯულისა, უეჭუელად მიგჴდიან პატიჟსა თანა-ნადებსა შენსა. რამეთუ ძუელსა მას შჯულსა შინა შეენდო ფიცი, რაჲთა ოდენ რაჲთმე მოსწყჳდნეს ფუცვად კერპთა სახელსა. ამისთჳს შეუნდო სახელსა ღმრთისასა ფუცვად; ხოლო ახალსა ამას შინა თჳთ პირითა მაცხოვრისაჲთა განგდებულ არს ფიცი, და უმეტესსა რასმე თქუმაჲ უფროჲს ჰჱ და არაობისა — ბოროტისაგანად და საეშმაკოდ ნაწილად განკუთნვილ არს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ "უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს" () არა ცრუ-ფიცებისათჳს თქუა, რომელი-იგი ცხადად ეშმაკისაგანი არს, არამედ ყოველსავე ფიცსა, რომელი ჰმატდეს ჰჱსა და არასა, უკუეთურისაგანად უწოდს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის