მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 5:13

12. უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში.13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
იაკობის წერილი თავი 5
13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ; მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ (5,13).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, უკუეთუ ჭირსა შინა ხარ, ვედრებითა გულისაჲთა მოწყალე ჰყოფდი შენ ზედა ღმერთსა. ხოლო უკუეთუ მრთელ ხარ და თავისუფალ ჭირისაგან, ნუ დააკლდები მწყობრსა საეკლესიოთა მგალობელთასა, არამედ მათ თანა გალობდ დიდებისმეტყუელებასა უფლისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის