მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 20:6

5. კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს.6. ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?7. მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები მის შემდეგ!
იგავნი სოლომონისა თავი 20
6. ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა"** (). აი, ეს არის ადამიანი. და კვლავ, სხვა ამბობს: „დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე" ().

ხოლო მათ, ვინც ასეთები არ არიან, თუნდაც გონებას ეზიარებოდნენ და თუნდაც ათასგზის ცოდნის მიმღებნი იყვნენ, წერილი ადამიანებად კი არ მოიხსენიებს, არამედ ძაღლებად, ცხენებად, იქედნეებად, გველებად, მელიებად, მგლებად და, თუ რამე ამ მხეცებზე უფრო უპატიოა, იმად; მაშ, თუ ეს არის ადამიანი, ფუფუნებაში მცხოვრები ადამიანი არ არის. რამეთუ როგორ ის, ვინც ამათგან არაფერზე ზრუნავს? რადგან ფუფუნება და სიფხიზლე ერთად ვერ შეიყრება; ისინი ერთმანეთს აუქმებენ. ამასვე ამბობენ გარეშენიც, რომ „მსუქანი მუცელი წვრილ გონებას არ შობს"2....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნბ მოწყალებისათჳს:

...და ღმერთსა, რაჲთა წარემართოს საქმე ესე კაცთა შორის, რომელ ბუნებასაცა შინა დაჰნერგა იგი.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ვასწაოთ მოწყალებაჲ თავთა ჩუენ - თა და შვილთა და მეგობართა ჩუენთა. ამას ისწავლიდინ ყოველი კაცი, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი კაცებაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „დიდ არს და პატიოსან კაცი მოწყალე“. ხოლო ესე თუ არა აქუნდეს მას, კაცებაჲცა წარუწყმედია, და რად გიკჳრს, თუ ვთქუ, ვითარმედ ესე ჰყოფს ჭეშმარიტსა კაცებასა? უფროჲსად ესე ჰყოფს კაცსა მსგავს ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“. ვისწაოთ უკუე წყალობაჲ, რამეთუ ჩუენცა ფრიად გჳჴმს წყალობაჲ. ხოლო მოწყალებასა ვიტყჳ, რომელი ანგაჰრებისაგან წმიდა იყოს, რამეთუ მონახუეჭისაგან ქმნილი ქველისსაქმე უსარგებელო არს, უკუეთუ თანა იტაცებდეს და თანა მისცემდეს. რამეთუ უკუეთუ არამიცემაჲ თჳსისა საფასისაჲ უწყალოება არს, სხჳსაგან მოტაცებაჲ რაჲ-მე იყოს?

აწ უკუე ნუ იტყჳ, თუ: სხჳსაგან მოვიხუეჭე და სხუასა მივსცემ, რამე-თუ ესე არს საქმე ცუდი. უფროჲსად მისავე ჯერ-არს მიცემაჲ, რომლისაგან მოიხუეჭე, რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ სხუაჲ მოსწყლა და სხუასა ჰკურნებდე? ყოვლადვე ნუვის მოსწყლავ, არამედ სხჳსა მიერ წყლულთაცა ჰკუ...

სრულად ნახვა