მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 5:17

16. გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე - წყლის ნაკადები.17. მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ,18. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.
იგავნი სოლომონისა თავი 5
17. მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული მსაჯული და დავრდომილთა შესავედრებელი:

...ზოგი კი სიტყვათა ზედაპირისგან განსხვავებულად უნდა გავიგოთ, მაგალითად: „ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ“ (). და კვლავ: „იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ“ (). „წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად“ (). რადგან თუ ამას დაწერილი ტექსტის მიხედვით გაიგებ, სიტყვას არ გაექცევი და ამგვარად გაგებულ აზრს გაჰყვები, დიდი არაადამიანობა იქნებოდა, ვინმეს წყალიც კი არ გაუზიარო. არამედ აქ სიტყვა ცოლს ეხება: კაცმა მასთან ურთიერთობა უმანკოებით უნდა ჰქონდეს; ამიტომ მას წყაროსა და ირემს უწოდებს, ქორწინებითი თანაცხოვრების სიწმინდის გამო. აქ ასეა; სხვაგან კი საჭიროა, დაწერილი ტექსტიც მივიღოთ და მისგან ნაგულისხმევი აზრიც, როგორც იმ სიტყვაშია: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს“ (). რადგან ესეც უნდა ვირწმუნოთ, რომ...

სრულად ნახვა