მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 5:18

17. მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ,18. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.19. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;
იგავნი სოლომონისა თავი 5
18. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული მსაჯული და დავრდომილთა შესავედრებელი:

...ზრახევდინ შენ“** (). და კვლავ: „იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ“ (). „წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად“ (). რადგან თუ ამას დაწერილი ტექსტის მიხედვით გაიგებ, სიტყვას არ გაექცევი და ამგვარად გაგებულ აზრს გაჰყვები, დიდი არაადამიანობა იქნებოდა, ვინმეს წყალიც კი არ გაუზიარო. არამედ აქ სიტყვა ცოლს ეხება: კაცმა მასთან ურთიერთობა უმანკოებით უნდა ჰქონდეს; ამიტომ მას წყაროსა და ირემს უწოდებს, ქორწინებითი თანაცხოვრების სიწმინდის გამო. აქ ასეა; სხვაგან კი საჭიროა, დაწერილი ტექსტიც მივიღოთ და მისგან ნაგულისხმევი აზრიც, როგორც იმ სიტყვაშია: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს“ (). რადგან ესეც უნდა ვირწმუნოთ, რომ მოხდა — მართლაც მოხდა — და მისგან ნაგულისხმევიც ქრისტეს სახედ უნდა მივიღოთ. ასევე აქაც არ შეცდ...

სრულად ნახვა