მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავნი სოლომონისა 5:19

18. კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.19. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;20. რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?
იგავნი სოლომონისა თავი 5
19. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული მსაჯული და დავრდომილთა შესავედრებელი:

...კი მხოლოდ ისე უნდა გავიგოთ, როგორც ნათქვამია, მაგალითად: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ (). ზოგი კი სიტყვათა ზედაპირისგან განსხვავებულად უნდა გავიგოთ, მაგალითად: „ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ“ (). და კვლავ: „იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ“ (). „წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად“ (). რადგან თუ ამას დაწერილი ტექსტის მიხედვით გაიგებ, სიტყვას არ გაექცევი და ამგვარად გაგებულ აზრს გაჰყვები, დიდი არაადამიანობა იქნებოდა, ვინმეს წყალიც კი არ გაუზიარო. არამედ აქ სიტყვა ცოლს ეხება: კაცმა მასთან ურთიერთობა უმანკოებით უნდა ჰქონდეს; ამიტომ მას წყაროსა და ირემს უწოდებს, ქორწინებითი თანაცხოვრების სიწმინდის გამო. აქ ასეა; სხვაგან კი საჭიროა, დაწერილი ტექსტიც მივიღოთ და მისგან ნაგულისხმევი აზრიც, როგორც იმ სიტყვაშია: **„...

სრულად ნახვა