მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 1:6

5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან.
იოანეს სახარება თავი 1
6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, რომლისა სახელი იოვანე“ (1,6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა დაწყებასა სიტყჳსასა სიტყჳსათჳს ღმრთისა მოკლედ და ძლიერად და აწ შემდგომითი შემდგომად მოვიდა ქადაგსაცა თანა სიტყჳსასა, თანამოსახელესა თჳსსა იოვანეს. ხოლო შენ გესმეს რაჲ, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ნუსადა კაცობრივსა გულისხმაჰყოფ მის მიერ თქუმულთაგანსა, რამეთუ არარას იტყჳს თჳსსა, არამედ ყოველსავე მომავლინებელისასა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).:

...ი-ესე დღეს აღმოვიკითხეთ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ზემო იოვანჱსთჳს იტყოდა, ვი-თარმედ: „მოვიდა, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“, და ვითარმედ: „აწ მოივლინა“, რაჲთა არავის ესმეს ესე და სიახლისა მისთჳს მოწამისა თქუას, ვითარმედ: წამებულიცა იგი ესრეთვე არს, ამისთჳს აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი უზეშთაეს ყოველთა ჟამთა ყოფისა მისისა მიმართ, რომლისა არასადა არს დასასრული, არცა დასაბამი. არამედ ამას ყოველსა ზედა მბრძოლნი იგი ღმრთეებისანი იტყჳან: ვითარ შესაძლებელ არსო, რაჲთამცა ძჱ დაუსაბამო იყოო? ჵ უბადრუკო, ღმრთისათჳს გეტყჳ, და შენ იტყჳ, თუ: ვითარ იყოს ესე? და არა გეშინის, არცა სძრწი; და უკუეთუ ვინ გკითხოს, ვითარმედ: ვითარ დაუსრულებელ და განუხრწნელ იყოს მას საუკუნესა ჩუენთა ამათ გუამთა ცხორებაჲ? ანუ: ვითარ უკუდავ არიან სულნი? შენ განჰკიცხავ მას, ვითარცა უგუნურსა, რამეთუ იკითხა საქმჱ, რომელი არა შესაძლებელ არს გონებისაგან კაცობრივისა, არამედ ოდენ რწმუნებაჲ ჯერ-არს და არა გამოძიებაჲ. და უკუეთუ შემოქმედი სულისა და ჴორცთაჲ ვთქუათ, ვითარმედ: დაუსაბამო არს, სახესა მის საქმისასა ეძიება ჩუენგან? და ვინ თქუ...

სრულად ნახვა