თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება მათ, რაჲთამცა ლმობიერებად მოიყვანეს ქრისტე, და ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰგონებდეს, და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მის მიერ, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: „უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო“. და არა თქუეს, ვითარმედ: აჰა ლაზარე სნეულ არს, არამედ: „აჰა ესერა რომელი გიყუარდა, სნეულ არს“. ხოლო ისმინე, რაჲ თქუა უფალმან:
იოანეს სახარება 11:3
2. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო.3. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.
იოანეს სახარება თავი 11