მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 11:2

1. ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი.2. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო.3. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.
იოანეს სახარება თავი 11
2. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მართაჲსა და მარიამისა, დისა მისისა. და ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა“ (11,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი, რაჟამს იხილონ ვინმე სათნოთაგანი ღმრთისათაჲ ჭირსა რასმე შინა, - ჴორციელსა უძლურებასა, ანუ გლახაკებასა, ანუ სხუასა რასმე, - დაბრკოლდებიან და არა იციან, ვი-თარმედ უფროჲსად ღმრთისმოყუარეთა ზედა მოიწევიან ესევითარნი საქმენი. რომელ ლაზარეცა მეგობარი იყო ქრისტესი, და სნეულ იყო, რამეთუ იტყჳს: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიას“. არა ამაოდ აჴსენა ადგილიცა, ვინაჲ იყო ლაზარე, არამედ მიზეზისა მისთჳს, რომელსა იტყჳს ქუემორე. ხოლო აწ წინამდებარჱ ესე ვთქუათ, ვითარ დათაცა მისთა გამოაცხადებს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის