მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 11:4

3. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.5. უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე.
იოანეს სახარება თავი 11
4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“ (11,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ეგულებოდა მუნ ორისა დღისა დაყოფაჲ, ესე მიუმცნო მათ, რომლისათჳსცა საკჳრველ არს, დათათჳს ლაზარეს-თა, ვითარ, ესმა რაჲ სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“, და მერმე იხილეს იგი მომკუდარი, და არა დაბრკოლდეს, არამედ სარწმუნოებითვე მოუჴდეს უფალსა და არა შეჰრაცხეს იგი განმტყუვნებულად. და აქაცა უკუე, რომელ თქუა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ღმერთი“, ესე სიტყუაჲ, თუ: „რაჲთა“, არა მიზეზისაჲ არს, არამედ აღსასრულისაჲ, რამეთუ იქმნა სენი იგი სხჳსა მიზეზისათჳს, ხოლო მან იჴმარა იგი დიდებად ღმრთისა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ (11,40).:

...ა, ვითარცა შეუძლებელისა საქმისათჳს, რამეთუ უცხოჲცა იყო ოთხისა დღისა განხრწნილისა მკუდრისა აღდგინებაჲ. ხოლო უფალმან ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ (11,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის ზედა“, ხოლო მართას მამისათჳს ეტყჳს: „რაჲთა იდიდოს ღმერთიო“. ჰხედავა, ვითარ უძლურებაჲ მსმენელთაჲ მათ იყო სიტყუათა შეცვალებისა მიზეზი? ხოლო მოაჴსენა მას სიტყუაჲ თჳსი და ამხილა არამოჴსენებაჲ მისი და ჰრქუა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“

სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს

რამეთუ სარწმუნოებაჲ დიდად კეთილ არს და დიდთა კეთილთა მიზეზი, ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმე-თა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ გრწმენეს, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე, და იცვალოს“, ; (21,21); და ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უმეტესი ჩემსა ქმნეს“. ხოლო რაჲ არს უმეტესი? რამეთუ იქმოდეს აჩრდილნი მოციქულთანი სა...

სრულად ნახვა