თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის ზედა“, ხოლო მართას მამისათჳს ეტყჳს: „რაჲთა იდიდოს ღმერთიო“. ჰხედავა, ვითარ უძლურებაჲ მსმენელთაჲ მათ იყო სიტყუათა შეცვალებისა მიზეზი? ხოლო მოაჴსენა მას სიტყუაჲ თჳსი და ამხილა არამოჴსენებაჲ მისი და ჰრქუა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“
იოანეს სახარება 11:40
39. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.40. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.41. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.
იოანეს სახარება თავი 11