თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე არს ესე, რამეთუ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, მან წარიწყმიდოს იგი“? ესე იგი არს, რომელი გულისთქუმათა მისთა ბოროტთა იქმოდის და განუსუენებდეს მას უფროჲს ზომისა; ამისთჳს წერილ არს: „ნუ შეუდგები გულისთქუმათა სულისა შენისათა“, რამეთუ ესე არს წარმწყმედელი მისი და დამაყენებელი გზისა მისგან სათნოებათაჲსა, ვითარცა-იგი კუალად „რომელსა სძულდეს სული თჳსი, მან აცხოვნოს იგი“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს“? ესე იგი არს, რომელი არა ჰმორჩილობდეს ნებასა მისსა. და არა თქუა: რომელი არა ჰმორჩილობდესო, არამედ: „რომელსა სძულსო იგი“, რამეთუ ვითარცა საძულელთა ჩუენთა ჴმისა სმენაჲცა არა გუნებავს, არცა პირთა მათთა ხილვასა წადიერ ვართ, ეგრეთვე სული რა-ჟამს წინააღმდგომსა ნებისა ღმრთისასა ეძიებდეს, გარემიქცევაჲ ჯერარს. რამეთუ ვინაჲთგან მაშინ სიკუდილისა თჳსისათჳს ეგულებოდა მათა მიმართ სიტყუად და პირველვე იცოდა, ვითარმედ რაჟამს ესმნენ სიტყუანი იგი სიკუდილისა მისისანი, ფრიად შეწუხებად იყვნეს, ამისთჳს წინაჲთვე განადიდა საქმჱ იგი, ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ:...
იოანეს სახარება 12:26
25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
იოანეს სახარება თავი 12