თ ა რ გ მ ა ნ ი: ვისი დიდებაჲ? მამისაჲ. ხოლო ვითარ იოვანე ძისათჳს იტყჳს და პავლე სულისათჳს? არამედ არა თუ შეჰრწყუმენ იგინი გუამოვნებითა, - ნუ იყოფინ! - არამედ ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ერთი არს პატივი მათი, რამეთუ ყოველივე მამისაჲ ძისაჲ არს, და ძისაჲ სულისა წმიდისაჲ არს; და სიტყუანი იგი სულისა წმიდისანი არიან, რამეთუ ყოველივე, რომელი თქუან ანგელოზთა, ღმრთისა სიტყუანი არიან, ხოლო რომელი ღმერთმან თქუას, იგინი არა ანგელოზთანი არიან. ეგრეთვე ესე სიტყუანი სულისანი არიან.
იოანეს სახარება 12:41
40. დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის.42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.
იოანეს სახარება თავი 12