თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველთაგან სულისა მავნებელთა ვნებათა კეთილ არს სივლტოლაჲ, ხოლო უფროჲსად მათ ვნებათაგან ჯერ-არს ყოვლითა მოსწრაფებითა სივლტოლაჲ, რომელნიცა მათ მიერ სხუათა მრავალთა ცოდვათა და ვნებათა შობდენ, ვითარცა არს ვეცხლისმოყუარებაჲ, რამეთუ არს სენი იგი თავითცა თჳსით ბოროტ და მავნებელ. ხოლო უძჳრჱს ამისთჳს არს, რამეთუ ძირი არს ყოველთა ვნებათაჲ; ეგრეთვე არს ცუდადმზუაობრობაჲ. და აჰა ესერა ესენი სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ტრფიალებისათჳს წარმავალისა ამის დიდებისა განცჳვეს.
იოანეს სახარება 12:42
41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის.42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.43. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა.
იოანეს სახარება თავი 12