თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მამასა ძუელსა შინა ესრეთ ეწოდების ყოველსა ადგილსა, ამისთჳს ახალსაცა შინა ესრეთვე აჴსენებს ამით სახითა. ამისთჳს პავლეცა „ბრწყინვალებად“ უწესს მას1 და ესრეთ გამოაჩინებს ფრიადსა მას ერთობასა მამისა მიმართ ძისასა. ხოლო ნა-თელ არს იგი, რომელმან განგუათავისუფლნა ჩუენ საცთურისაგან და სულიერი იგი სიბნელჱ დაჰჴსნა.
იოანეს სახარება 12:46
45. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს.46. მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში.47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად.
იოანეს სახარება თავი 12