მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 12:49

48. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის უკანასკნელ დღეს.49. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო.50. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა, და რასაც ვიტყვი, როგორც მამამ მაუწყა, ისე ვიტყვი.
იოანეს სახარება თავი 12
49. ვინაიდან ჩემდა თავად არაფერი მითქვამს, არამედ მამამ, რომელმაც მომავლინა, მომცა მე მცნება, რა ვთქვა, ან რა ვილაპარაკო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მთავართაგანთა მრავალთა ჰრწმენა მისი, არამედ ფარისეველთაგან ვერ აღიარეს, რაჲთა კრებულისაგან არა განასხნენ. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ“ (12,42-43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველთაგან სულისა მავნებელთა ვნებათა კეთილ არს სივლტოლაჲ, ხოლო უფროჲსად მათ ვნებათაგან ჯერ-არს ყოვლითა მოსწრაფებითა სივლტოლაჲ, რომელნიცა მათ მიერ სხუათა მრავალთა ცოდვათა და ვნებათა შობდენ, ვითარცა არს ვეცხლისმოყუარებაჲ, რამეთუ არს სენი იგი თავითცა თჳსით ბოროტ და მავნებელ. ხოლო უძჳრჱს ამისთჳს არს, რამეთუ ძირი არს ყოველთა ვნებათაჲ; ეგრეთვე არს ცუდადმზუაობრობაჲ. და აჰა ესერა ესენი სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ტრფიალებისათჳს წარმავალისა ამის დიდებისა განცჳვეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მრავალთა მთავართაგანთა ჰრწმენა მისი, არამედ ფარისეველთაგან ვერ აღიარეს, რაჲთა კრებულისაგან არა განასხნენ. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ“ (12,42-43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა სამე უკუე მთავარნი იყვნეს, არამედ მონანი ბოროტისა მონებისანი. ხოლო უკუანაჲსკნელ ესეცა შიში დაიჴსნა, რამეთუ მთავარნიცა და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის