მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 14:29

28. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია.29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში.
იოანეს სახარება თავი 14
29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა დაადგრეს თქუენ თანა უკუნისამდე, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არცა ჰხედავს მას და არცა იცის იგი“ (14,15-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა მოგებაჲ ჯერ-არს ჩუენდა და არა სიტყუათაჲ მარადის, რამეთუ თქუმაჲ სიტყჳთ და ქადაგებაჲ მარადის ადვილ არს, ხოლო საქმით ქმნაჲ სიტყჳსაჲ არა ადვილ არს. რაჲსათჳს უკუე ვთქუ ესე? ამისთჳს, რამეთუ მრავალნი არიან აწ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: გუეშინის უფლისა და გჳყუარს იგი, და საქმით წინააღმდგომსა იქმან. ხოლო ღმერთი საქმით სიყუარულსა ეძიებს; ამისთჳს მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“. რამე-თუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, გიყო“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ესრეთ უმიზეზოდ იქმს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარდე, მაშინ გეყოს ყოველი თხოვაჲ თქუენი. და ვინაჲთგან ესმოდა რაჲ, ვითარმედ: „წარვალ მამისა“, <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სარწმუნოების განმტკიცება ჭირთა შორის:

...უცხო, არაფერი მოულოდნელი არ ხდება; ეს კი საკმარისი იყო მათ გასამხნევებლად.

ხედავ, რომ სწორედ ამისთვის ქრისტეც წინასწარ ეუბნებოდა მოწაფეებს? მოისმინე, რას ამბობს იგი: „და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს" (). რადგან დიდია, ჭეშმარიტად დიდია სხვათა ნუგეშისთვის, როცა მომხდარს მასწავლებლებისგან ისმენენ. როგორც ავადმყოფი ექიმისგან თუ გაიგონებს, რომ ესა და ეს მოხდება, ძლიერ არ შფოთდება; ხოლო თუ საქმე მოულოდნელად წარიმართება, თითქოს ექიმიც გზააბნეული იყოს და სნეულება ხელოვნებაზე უფრო ძლიერი გამხდარიყოს, მაშინ ეწუხება და შფოთდება; ასევეა აქაც. ეს წინასწარ იცოდა პავლემ და წინასწარ უთხრა მათ: „ვითარმედ ჭირთა შესლვად ვართ, ვითარცა-ესე იქმნაცა და იხილეთ" (). ამით მხოლოდ იმას კი არ ამბობს, რომ ეს მოხდა, არამედ იმასაც, რომ ბევრი სხვა რამეც წინასწარ უთხრა და აღსრულდა. „ვდგათ-ვე ამისთჳს" (...

სრულად ნახვა