თ ა რ გ მ ა ნ ი: „მთავრად სოფლისა“ იტყჳს ეშმაკსა და უკეთურთა კაცთა, რამეთუ არა არს იგი უფალი კაცთა, ანუ ცისა, ანუ ქუეყანისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელთა ნეფსით მისცენ მას თავი თჳსი; ამისთჳს „მთავრად ბნელისა“ ეწოდების, რამეთუ „ბნელსა“ იტყჳს ბოროტთა საქმეთა, „ხოლო ჩემ თანა ვერარაჲ პოვოსო“, არამედ ნეფსით ვივნებ.
იოანეს სახარება 14:30
29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში.31. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ.
იოანეს სახარება თავი 14