მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 15:16

15. უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან.16. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
იოანეს სახარება თავი 15
16. თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირ-ჩიენ თქუენ“ (15,16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე სიყუარული თქუენი ვიძიე. და არცა ესე კმა-იყო, არამედ თქუა, ვითარმედ: „დაგადგინენ თქუენ“, ესე იგი არს, ვითარმედ: დაგნერგენ, „რაჲთა თქუენცა წარხჳდეთო“, ვი-თარმედ განჰვრცელდეთ, „და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოსო“ (15,16). ხოლო უკუეთუ ნაყოფი ეგოს, არამცა უფროჲსად თქუენ ეგენითა? რამეთუ არა თუ ოდენ შეგიყუარენო, არამედ ქველისმოქმედებანიცა დიდნი გიჩუენენ, რამეთუ განვჰფენ რტოთა თქუენთა და ნაყოფსა ყოველსა ქუეყანასა.

ჰხედავა, რაოდენითა სახითა აჩუენებს სიყუარულსა თჳსსა? ერთად, საიდუმლოთა მათ დაფარულთა თხრობითა; მეორედ, რამეთუ პირველად მან იძია სიყუარული მათი; მესამედ, რამეთუ დიდნი კეთილნი მიანიჭნა მათ; მეოთხედ, რამეთუ თავს-იდებდა მათთჳს ვნებასა. და ამათ საქმეთა მიერ აჩუენა, ვითარმედ უკუნისამდე მათ თანა ეგოს, რამეთუ შეწევნითა მისითა გამოიღებდენ ნაყოფსა, და ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „რაჲიგი სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგეცეს თქუენ“ (15,16). ხოლო ვითარ არს ესე, რამეთუ მამასა სთხოვენ, და სახელი ძისაჲ იქმს მიცემასა? გარნა რაჲთა სცნა ერთობაჲ იგი და სწორებაჲ ძისაჲ მამისა თანა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).:

...რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად უმეტესად გამოაცხადებს სიტყუასა თჳსსა, რომელ-ესე სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ ფრიად იღუწის მათთჳს, რამეთუ ესრეთ მოსწრაფებით იქმს მათთჳს სიტყუასა. და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი ითხოვოთ, მოგცეს მამამან“. და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების? არამედ სხჳსა არარაჲსათჳს, ვითარცა ვთქუ, გარნა გამოჩინებად სიყუარულისა თჳსისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელნი მომცენ სოფლისაგან, შენნი იყვნეს“? არამედ მუნ ბუნებისათჳს იტყოდა, რამეთუ ბუნებით სოფლისაგანნი იყვნეს მოციქულნი, ხოლო აქა საქმეთათჳს ბოროტთა იტყჳს. და დიდსა ქებასა იტყჳს მათთჳს: პირველად, რამეთუ არა სოფლისაგანნი არიან, მერმე, რამეთუ მან მოსცნა ამას იგინი, და კუალად, რამეთუ სიტყუაჲ მისი დაიმარხეს და რამეთუ მისთჳს მოძულებულ იქმნნეს. და უკუეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან“, ნუ გიკჳრს, რამეთუ სიტყუაჲ ესე: „ვითარცა მე“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე...

სრულად ნახვა