თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათ სიტყუათა მიერ არარას სხუასა დაამტკიცებს, გარნა ვითარმედ ღმრთისა მიერ არს, რამეთუ მაშინ სცნათო ყოველთა. ხოლო რაჲ არს ესე: „მე არარაჲ მკითხოთო“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არა იყოს თქუენდა შუამდგომელი, არამედ კმა არს, რაჲთა სახელი ოდენ ჩემი სთქუათ და ყოველივე მიიღოთ. და უჩუენებს ძალსა მას სახელისა თჳსისასა, რაჟამს არა ჰხედვიდენ მას და ოდენ სახელსა მისსა სახელ-სდვან, ყოველივე აღასრულონ. და მოიჴსენე, რაჟამს-იგი ილოცეს, ვითარმედ: „მოეც მონათა შენთა კადნიერებით ქმნად და სიტყუად სახელითა შენითა სასწაულთა. და შეიძრა ადგილი იგი, სადა დგეს“.
იოანეს სახარება 16:23
22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.23. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.
იოანეს სახარება თავი 16