მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 16:22

21. ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად.22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.23. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
იოანეს სახარება თავი 16
22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენცა აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან. და მას დღესა მე არაჲ მკითხოთ“ (16,22-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათ სიტყუათა მიერ არარას სხუასა დაამტკიცებს, გარნა ვითარმედ ღმრთისა მიერ არს, რამეთუ მაშინ სცნათო ყოველთა. ხოლო რაჲ არს ესე: „მე არარაჲ მკითხოთო“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არა იყოს თქუენდა შუამდგომელი, არამედ კმა არს, რაჲთა სახელი ოდენ ჩემი სთქუათ და ყოველივე მიიღოთ. და უჩუენებს ძალსა მას სახელისა თჳსისასა, რაჟამს არა ჰხედვიდენ მას და ოდენ სახელსა მისსა სახელ-სდვან, ყოველივე აღასრულონ. და მოიჴსენე, რაჟამს-იგი ილოცეს, ვითარმედ: „მოეც მონათა შენთა კადნიერებით ქმნად და სიტყუად სახელითა შენითა სასწაულთა. და შეიძრა ადგილი იგი, სადა დგეს“.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).:

...(იოან. 16,33)

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“, ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“, რაჲთამცა ბრძოლისა მის საძლეველად და ნუგეშინისსაცემელად მისცა მშჳდობაჲ, რამეთუ ესე სიტყუაჲ ჰრქუა პირველვე ყოვლისა, აღდგა რაჲ. ამისთჳს პავლე მოციქული მარადის ამას იტყჳნ, ვითარმედ: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“, ხოლო დედათა უფალმან პირველ ყოვლისა სიხარული ახარა, რამეთუ მწუხარებასა შინა იყო იგი ნათესავი. და ამისთჳს შემსგავსებულად მამათა ბრძოლისა ახარა მშჳდობაჲ, ხოლო დედათა მწუხარებისათჳს ახარა სიხარული, და რამეთუ ყოველივე რაჲ წარჰმართა, აწ იტყჳს საქმესა მას ჯუარისასა, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ხოლო ვინაჲთგან ყოველი დამაყენებელი საქმჱ დაჴსნილ იყო და ძლევაჲ იგი ბრწყინვალედ იქმნ...

სრულად ნახვა