თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდებასა იტყჳს სასწაულთასა და სწავლისასა, და რაჲთა ერთსულ იყვნენ, რამეთუ ესე სასწაულთასაცა უზეშთაეს არს, რამეთუ ამის საქმისა მიერ ბრწყინვალე იქმნენ. და ვითარ უკუე მამისაგან ითხოვს ამას, ვინაჲთგან თავადი მისცემდა? რამეთუ გინა თუ სასწაულ-თათჳს, გინა თუ ერთობისათჳს, გინა თუ მშჳდობისათჳს იყოს სიტყუაჲ მისი, ჩანს, ვითარმედ თჳთ მიუცემიეს მათა ყოველივე, და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ თხოვაჲ იგი მათისა ნუგეშინის-ცემისათჳს ოდენ იყო.
იოანეს სახარება 17:22
21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
იოანეს სახარება თავი 17