მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 17:3

2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.
იოანეს სახარება თავი 17
3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს თქუა წინააღმდგომად მათა, ვითარმედ: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“, და არა თუ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს, რამეთუ ძჱ თჳთ ჭეშმარიტება არს, და ვითარმცა არა ღმერთი იყო ჭეშმარიტი? რამეთუ ფრიად უზეშთაეს არს თქუმაჲ, ვითარმედ: თჳთ ჭეშმარიტება არს, ვიდრე თუ: ჭეშმარიტი კაცი არს. ეგრეთვე ძჱ, ვინაჲთგან თჳთ ჭეშმარიტი არს, ვითარმცა არა ჭეშმარიტი ღმერთი იყო? ანუ ვითარ ჩუენ ღმერთ-მყოფს, უკუეთუ თჳთ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? არამედ ამის პირისათჳს სხუასა ადგილსა გამოძიებითრე გჳთქუამს. ამისთჳს შემდგომსა სიტყუასა ვიტყოდით:

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ს, არამედ თვითონაც ამოწმებს მამას. „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა“ (), ამბობს; და კვლავ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (); და კვლავ: „რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ (); და კვლავ: „სულ არს ღმერთი“ (). მაშ, სიკვდილამდე იმოწმა. ხოლო „ჟამთა თჳსთა“ (), ეს ნიშნავს: შესაფერ დროზე. „რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა“ ().

3.

რადგან ქრისტემ წარმართთათვის ივნო და მე წარმართთა მოძღვრად განვწესდი, შენ რად არ ლოცულობ მათთვის? კარგად რომ ცხადყოფს აქ თავის სანდოობას, ამბობს: „რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად“ (

სრულად ნახვა