თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა შორის არა გაქუნდა დიდებაჲ სამოსლისა მის-თჳს კაცებისა, არამედ ღმრთისა მიერ ითხოვ დიდებასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ განგებულებისა მისისათჳს არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ არღა დიდებულ იყო ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ, არცა აქუნდა უხრწნელებაჲ, არცა ზიარებულ იყო საყდარსა მას სამეუფოსა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: ქუეყანასა ზედა მადიდე, არამედ: შენ თანაო.
იოანეს სახარება 17:5
...ჩვენთვის „თავი თჳსი დაიმდაბლა" ()2; მოელოდა, რომ აფურთხებდნენ, ლოყაში სცემდნენ და ჯვარს აცვამდნენ; და ისე ხარობდა ამათ ვნებისას, რომ მამას ეუბნებოდა: „მადიდე მე" (). „სიხარულითა, — ამბობს, — სულისა წმიდისაჲთა" (). რათა არავინ თქვას: „როგორ ამბობ ჭირზე?" „როგორ ამბობ სიხარულზე?" „როგორ შეიძლება ორივე ერთად შეერთდეს?" დაურთო: „სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა" (). ჭირი ხორციელ საქმეებშია, სიხარული კი — სულიერში. როგორ? რაც ხდება, მწუხარეა; ხოლო რაც მათგან იბადება, უკვე აღარ არის მწუხარე, რადგან სულიწმინდა არ უშვებს ა...
...მიდაჲ, რაჲთამცა სრულიად აღმაღლებულ იყვნეს გულისჴმის-ყოფითა.
რამეთუ რომელ-იგი აქუნდა ბუნებით, ვითარცა ღმერთსა, იტყჳს, ვითარცა კაცი, განგებულებით, ვითარმედ „მომეცაო“, ვითარცა პირველ ვნებისაცა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა მე წინაშე შენსა პირველ სოფლისა ყოფისა“.
ჰხედავა, ვითარმედ რომელი-იგი მარადის აქუნდა, ვითარცა ღმერთსა, აწ ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე“. რამეთუ სრული ღმერთი იყო და სრული კაცი, ორითა ბუნებითა, ერთი ქრისტჱ, უფალი ჩუენი და ღმერთი. ეგრეთვესახედ აწ თქუა, ვითარმედ: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ“, ბუნებისა მისთჳს, რომელი ჩუენგან მიიღო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“ (28,19-20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „ნათელ-სცემდითო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა, და ასწავებდით დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“; ესე იგი არს, სარწმუნოებისათჳსცა მართლისა და საქმეთათჳს კე-თილთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ მისი.
პირველად, რაჲთა მართლმადიდებლობით და მართლაღსაარებით აღვიარებდეთ მამასა და ძ...